ჭდე: ალიმენტი

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ პირი თავს არიდებს ალიმენტის გადახდას?

ჩვეულებრისამებრ, ალიმენტის ოდენობა მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დგინდება. იმ შემთხვევაში თუ ალიმენტის მომთხოვნსა და გადამხედლს შორის შეთანხმება ვერ შედგა ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს. ხშირად ალიმენტვალდებული პირი თანხის გადახდას თავს არიდებს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ალიმენტის მომთხოვნ პირს შეუძლია რამდენჯერმე მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნით, მიუხედავად ვადისა,რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენს ,რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადასახადს, შესაძლოა წარსული დროის ალიმენტის გადახდის განხორციელებაც.