კერძო დეტექტივის მომსახურების სრული სპექტრი

კერძო დეტექტივი საქართველოში — სფერო, სადაც სიზუსტე, კონფიდენციალურობა და ოპერატიულობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია 1994 წლიდან ახორციელებს პირად და კორპორატიულ გამოძიებას საქართველოში და საერთაშორისო მიმართულებით. ჩვენს სპეციალისტებს აქვთ სამართალდამცავ და საგამოძიებო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება. ვმუშაობთ მხოლოდ კანონით დასაშვებ ფარგლებში და სრული კონფიდენციალურობის დაცვით. 5,000-ზე მეტი წარმატებით დასრულებული საქმე ჩვენი გამოცდილებისა და რეპუტაციის საფუძველია.

ბიზნეს უსაფრთხოება და კერძო გამოძიება

ბიზნეს გარემოში ინფორმაციის სიზუსტე და უსაფრთხოება გადამწყვეტ როლს ასრულებს. დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია უზრუნველყოფს თანამშრომელთა სანდოობის გადამოწმებას, ბიზნეს პარტნიორების შემოწმებას, შიდა მოკვლევასა და კომერციული ინტერესების დაცვას. ყველა პროცესი მიმდინარეობს სრული კონფიდენციალურობისა და კანონიერების დაცვით. კლიენტი იღებს დეტალურ და სტრუქტურირებულ ანგარიშს.

მომსახურების შესახებ

სიცრუის დეტექტორი და ციფრული უსაფრთხოება

თანამედროვე გარემოში საფრთხეები ხშირად ციფრულ სივრცეში ჩნდება. ჩვენი სპეციალისტები ახორციელებენ სიცრუის დეტექტორის (პოლიგრაფი) ტესტირებას, მობილური მოწყობილობებისა და კომპიუტერული სისტემების შემოწმებას, ასევე ფარული პროგრამებისა და არასანქცირებული ჩარევის გამოვლენას. ყველა მომსახურება ხორციელდება მხოლოდ კანონით დასაშვებ ფარგლებში.

მომსახურების შესახებ

კერძო დეტექტივის გამოძიება

პირადი, ოჯახური თუ ბიზნეს საკითხების შემთხვევაში, ჩვენი კერძო დეტექტივი უზრუნველყოფს ობიექტურ და კონფიდენციალურ მოკვლევას. ვმუშაობთ დაკარგული პირების მოძიების, ფინანსური თაღლითობის, ინფორმაციის გადამოწმებისა და სხვა კერძო გამოძიების მიმართულებით. თითოეული საქმე სრულდება შეთანხმებულ ვადებში და დეტალური ანგარიშით.

მომსახურების შესახებ

გაქვთ კითხვა კერძო დეტექტივთან?

კერძო დეტექტივის დახმარება ხშირად საჭიროა მაშინ, როდესაც ინფორმაციის მიღება რთული, ხანგრძლივი ან შეზღუდულია. დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია წარმოადგენს საქართველოში პირველ ორგანიზაციას, რომელიც IAPD-ის (საერთაშორისო დეტექტივთა ასოციაცია) ოფიციალური წევრია. ჩვენ გთავაზობთ კონფიდენციალურ კონსულტაციას და პროფესიონალურ მხარდაჭერას 24/7 რეჟიმში.

დაგვიკავშირდით 📞 577 40 30 05

კერძო დეტექტივის პროფესიონალური მომსახურება საქართველოში და საერთაშორისო მიმართულებით

დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია უზრუნველყოფს პროფესიონალურ დეტექტიურ მომსახურებას საქართველოში და საერთაშორისო პარტნიორული ქსელის დახმარებით — სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი გუნდი მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კონფიდენციალური მეთოდების გამოყენებით, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის გადამოწმება და უსაფრთხოების მხარდაჭერა პირადი და ბიზნეს საკითხებისთვის.

ციფრული უსაფრთხოება და ტექნიკური შემოწმება

მობილური მოწყობილობებისა და კომპიუტერული სისტემების ტექნიკური შემოწმება, მონაცემების აღდგენა, არასანქცირებული ჩარევის გამოვლენა და ციფრული უსაფრთხოების შეფასება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

სიცრუის დეტექტორი (პოლიგრაფი)

პროფესიონალური პოლიგრაფიული ტესტირება პერსონალის, ბიზნეს პარტნიორებისა და პირადი სანდოობის შეფასებისთვის. პროცესი მიმდინარეობს სრული კონფიდენციალურობის დაცვით.

ბიზნეს დაზვერვა და სტრატეგიული კვლევები

კომპანიის უსაფრთხოების შეფასება, პარტნიორებისა და თანამშრომლების სანდოობის გადამოწმება, რისკების ანალიზი და ბიზნეს ინტერესების დაცვის მიმართულებით ინფორმაციის მოკვლევა.

საერთაშორისო პარტნიორობა და პროფესიული აღიარება

დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია წარმოადგენს საერთაშორისო პროფესიული ქსელის ნაწილს და თანამშრომლობს დეტექტიურ, პოლიგრაფიულ და უსაფრთხოების მიმართულების ორგანიზაციებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი მიზანია საქართველოში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და პროფესიული დეტექტიური საქმიანობის განვითარება.

დეტექტივების საერთაშორისო ასოციაცია (IAPD)

25-წლიანი გამოცდილება, 5000-ზე მეტი წარმატებული საქმე და გლობალური პარტნიორული ქსელი. ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტი წარმოადგენს IAPD-ის ვიცე-პრეზიდენტსა და ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. „ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროფესიონალიზმს.“ — ანდრეი მატუშკინი, IAPD-ის პრეზიდენტი

client
Андрей Матушкин

https://iapd.info/

პოლიგრაფიული გამომცდელების ევრაზიული ასოციაცია

ჩვენი ასოციაციის თავმჯდომარე არის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. „საქართველოს დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია არის ჩვენი საიმედო პარტნიორი კავკასიის რეგიონში.“ — სერგეი ალესკოვსკი, ასოციაციის პრეზიდენტი

client
Sergey Aleskovskiy

https://poligraph.kz/