ჭდე: ალიმენტი

რა უნდა ვიცოდეთ ალიმენტის დაკისრების შესახებ?

დაშორდით მეუღლეს და გსურთ ყოფილ მეუღლეს ალიმენტი დააკისროთ? გაითვალისწინეთ, რომ ალიმენტის ოდენობა განსაზღვრული არაა და მოსამართლე ადგენს მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობისა და მოთხოვნის შესაბამისად. თუ თქვენს ყოფილ მეუღლეს სამსახური და სტაბილური შემოსავალი აქვს,მაშინ ალიმენტის ოდენობა მისი ხელფასის დაახლოებით 30-40% იქნება. თუ თქვენს ყოფილ მეუღლეს არ აქვს სამსახური და სტაბილური შემოსავალი – ეს არაფერს ცვლის. ალიმენტის დაკისრების ვალდებულება მაინც წარმოიშვება. თუ თქვენს მეუღლეს ამჯერად არ აქვს შემოსავალი,თუმცა ალიმენტის დაკისრების შემდეგ გაუჩნდა შემოსავლის წყარო – ეს ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი შეიძლება გახდეს.თქვენ შესაძლებლობა გექნებათ სასამართლოს მიმართოთ ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე.სასამართლომ არსებულ გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლოა თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ პრობლემები გაქვთ ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით, მაშინ ნუ დააყოვნებთ, დაგვიკავშირდით.

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ პირი თავს არიდებს ალიმენტის გადახდას?

ჩვეულებრისამებრ, ალიმენტის ოდენობა მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დგინდება.

იმ შემთხვევაში თუ ალიმენტის მომთხოვნსა და გადამხედლს შორის შეთანხმება ვერ შედგა ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს.

ხშირად ალიმენტვალდებული პირი თანხის გადახდას თავს არიდებს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ალიმენტის მომთხოვნ პირს შეუძლია რამდენჯერმე მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნით,

მიუხედავად ვადისა,რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენს ,

რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად,

მაგრამ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადასახადს, შესაძლოა წარსული დროის ალიმენტის გადახდის განხორციელებაც.