კატეგორია: ბლოგი

რა უნდა გაითვალისწინოთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს?

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მოქალაქემ მნიშვნელოვანია 2 ფაქტორი გაითვალისწინოს.

პირველი,როცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს , ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმი ფორმდება, მოქალაქეს შეუძლია გაასაჩივროს ოქმი და თავი არ ცნოს ბრალეულად.

შესაბამისად, სასამართლოში შეგიძლია იდავო აღნიშნულ საკითხზე და იქმნება იმის ალბათობაც, რომ შესაძლოა ზიანის ანაზღაურება საერთოდ არ მოუწიოს მოქალაქეს.

მეორე, როცა ბრალეულობას ცნობ, მაგრამ ზიანის ოდენობას არ ეთანხმები.

როგორც წესი, თუ მანქანა დაზღვეულია, სადაზღვევო კომპანია თავის კალკულაციას ადგენს, სადაც უმეტეს შემთხვევაში გაზრდილი თანხა აქვს მითითებული.

სადაზღვევო კომპანია დომინანტური კომპანიებისგან ყიდულობს მანქანის ნაწილებს, რაც საბაზრო ღირებულებას ბევრად აღემატება.

გაზრდილი კალკულაცია კი მოთხოვნის სახით ბრალეულ მხარეს წარედგინება,იმისათვის რომ ზიანი აანაზღუროს.

ამ შემთხვევისთვის აუცილებელია ალტერნეტიული ექსპეტიზის დასკვნის არებობა,რაც მოქალაქეს ზედმეტი ხარჯის გაღებისგან დაიცავს.

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ბრალეულობას ცნობს, ვურჩევ,რომ მინიმალური ხარჯი გაწიოს, ავტოსაგზაო შემთხვევიდან ძალიან სწრაფად ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად.

ექსპერტი აღწერს მანქანის არსებულ მდგომარეობას, მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა თანხაა სჭირო დამდგარი ზიანის აღმოფხვრისთვის.

შესაბამისად , სასამართლოსა და მოპასუხე მხარეს ექსპერტის დასკნის სახით ექნებათ მტკიცებულება სადაზღვევო კომპანიის გაზრდილი კალკულაციის შესახებ,რაც მოქალაქეს ზედმეტი ხარჯს გაღებისგან თავის არიდებაში დაეხმარება.

ფულადი დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის

სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღება და სპეციალური, მატერიალური დახმარების დანისვნა თუ გჭირდებათ, უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეავსეთ დადგენილი ფორმის განაცხადი და დარეგისტრირდით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. იმ შემთხვევაში კი, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შესაძლებელია ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე .

კერძო დეტექტივი

დამატებითი ინფორმაცია

გვერდები:

ტელეფონი

+995 577403005

Facebook Instagram Whatsapp