ჭდე: შემოწმება

პერსონალის შემოწმება სამუშაო პროცესში

არის შემთხვევები, როცა დაქირავებული მოსამსახურეები ავლენენ არაკომპეტენტურობას, არასაკმარის ცოდნას და გამოცდილებას. მათი მხრიდან ხშირად აქვს ადგილი პროფესიული ეთიკის წესების დარღვევას, სამსახურებრივ გულგრილობას ან საერთოდაც დამსაქმებლის წინააღმდეგ განზრახ მიმართულ საზიანო ქმედებებს.

თუ გსურთ იცოდეთ, როგორ ასრულებს მასზედ დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს დაქირავებული პერსონალი,დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია დაგეხმარებათ აღნიშნული საკითხის შესწავლაში, რაც თავის მხრივ მოგცემთ საშუალებას მიიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილება საკადრო საკითხებში.

ობიექტების (სახლი, ოფისი, ავტომობილი..) შემოწმება მოსასმენი/სათვალთვალო მოწყობილობების გამოვლენის მიზნით

გარკვეული მიზეზების გამო შესაძლოა თავად გახდეთ სხვა პირების ინტერესის ობიექტი. ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა სპეციალური მოსასმენი/სათვალთვალო მოწყობილობების საშუალებით ადამიანის მეთვალყურეობა. ამის გამოვლენას სჭირდება სპეციფიკური ცოდნა და უნარები. ენდეთ ჩვენი გუნდის მრავალწლიან გამოდილებას.