კერძო დეტექტიური სააგენტო

კერძო დეტექტიური სააგენტო

კერძო დეტექტივის მომსახურების სრული სპექტრი

(საქართველოს მიღებული , დადგენილი და რატიფიცირებული საერთაშორისო ნორმებით)

კრიმინალური თვალთვალის გამოვლენა, კონტრზომები

მობილური ტელეფონის, კოპიუტერის და ავტომობილის კონტროლი

მობილური ტელეფონის, კოპიუტერის და ავტომობილის შემოწმება-კონტროლის გამოვლენა (კონტრზომები)

ბიზნეს უსაფრთხოების სრული პაკეტი

სტრატეგიული კვლევების ჩატარება

სიცრუის დეტექტორი

ჟურნალისტური გამოძიება

იურიდიული მომსახურების სრული სპექტრი

24 საათიანი სამუშაო რეჟმი

კონფიდენციალობა გარანტირებულია

მობ: +995 577-40-30-05

ტელ: +995 32 212 0909

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. ბრალდებულები მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

საუბარია ბრალდებულებზე – ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი.

სასჯელის დანიშვნის სხდომას 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.