თვე: დეკემბერი 2022

რა უნდა ვიცოთეთ,  თუ სარჩელი ჩაგვბარდა?

შესაძლებელია, თქვენ ან თქვენს ახლობელს (ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს, მეგობარს და ა,შ.) ჩაგბარდეთ სარჩელი. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოინიშნოთ (სასურველია, თავად კონვერტზეც, რომელშც მოთავსებულია სარჩელი), სარჩელის ჩაბარების თარიღი და დრო.

დაუყოვნებლივ უნდა გაეცნოთ სარჩელს და მასზე თანდართულ დოკუმენტებს. სარჩელის ჩაბარების მომენტიდან თქვენ, როგორც წესი, გაქვთ რამდენიმე დღე, რათა შეადგინოთ შესაგებელი და წარუდგინოთ იგი სასამართლოს და მოსარჩელეს/მოსარჩელეებს. შესაძლებელია, რომ სარჩელის მიღებისთანავე თქვენ წარმოგეშვათ მოსამართლესთან ან ზემდგომ სასამართლოში რაიმე სახის საჩივრის ან კერძო საჩივრის წარდგენის უფლება. რომელიმე ამგვარი საპროცესო უფლების ვადის უშედეგოდ გასვლის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია, 

რომ სარჩელზე პასუხის შედგენის მიზნით დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ადვოკატს/ადვოკატებს.

(ადვოკატად ითვლება პირი, რომელიც გაწევრიანებულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის განხრით)

ადვოკატთან დაკავშირება სასურველია მოხდეს სარჩელის ჩაბარების დღესვე, მასვე უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ დროულად მოამზადოს შესაბამისი შესაგებელი და განახორციელოს სხვა საპროცესო მოქმედებები.

იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის მიმღები არ მოახდენს სარჩელზე დროულ რეაგირებას, შესაძლებელია, რომ მის მიმართ მიღებული იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მას, როგორც მოპასუხეს, დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი თანხა ან დაევალოს სარჩელით მოთხოვნილი ქმედების განხორციელება.

ამრიგად, სარჩელის მიმღები პირი ვალდებულია, მიიღოს წინდახედულების გონივრული ზომები იმისთვის, რომ სარჩელის მიმართ განხორციელდეს ადექვატური და დროული რეაგირება.

ავტორი: ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი.

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.

მიხეილ სააკაშვილმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტიზაზე უარს ამბობს. კლინიკა „ვივამედში“ გამომძიებელი ცოტა ხნის წინ მივიდა.

მედდას სააკაშვილისთვის ანალიზები უნდა აეღო, რომლითაც უნდა დაედგინათ, მოწამლულია თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი, თუმცა ადვოკატების განცხადებით, პატიმარი ექსპერტიზის ბიუროს და „ვივამედს“ არ ენდობა.

„სააკაშვილის ადვოკატების პოზიცია იყო, რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო თმისა და ფრჩხილის ნიმუშებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს ეს ექსპერტიზა, ამიტომ ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა, თუმცა მათ შეცვალეს პირობები. დღეს უნდა შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და უშუალოდ მისგან მოვისმინოთ პოზიცია ამასთან დაკავშირებით. თანხმობის შემთხვევაში ჩავატარებთ შესაბამის მოქმედებებს. ჩვენი მიზანია, საქმეზე ობიექტური, სრულყოფილი, ღია და გამჭვირვალე გამოძიების წარმოება“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ვასილ კაკაშვილი.