იპოთეკური სესხი უძრავი ქონებით ურუნველყოფილი სესხია,რომლესაც როგორც იურიდიული,ისე ფიზიკური პირი გასცემს (მათ შორის ბანკი). იპოთეკის ხელშეკრულება,როგორც წესი, წერილობითი ფორმით ფორმდება და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. იპოთეკური სესხის გაცემისა და შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ,ჰყავს თუ არა გარდამავალი უფლებით დასატვირთ ქონებას სხვა რიგის იპოთეკარი. ამისათვის აუცილებლად: მიმართეთ საჯარო რეესტრს მოითხოვეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ განაახლეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი,რათა თავი აარიდოთ შესაძლო გართულებებს თუ ქონების მფლობელი საჯარო რეესტრის ამონაწერს წარგიდგენთ,ყურადღება მიაქციეთ გაცემის თარიღს გადაამოწმეთ იპოთეკით დასატვირთი ქონება. დარწმუნდით, ნამდვილად შეესაბამება თუ არა მესაკუთრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.