კატეგორია: ბლოგი

1981 წლის 30 მარტს ვაშინგტონის სასტუმრო ჰილტონიდან გამოსულ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა.

ლიმუზინიდან ასხლეტილმა ტყვიამ გულ-მკერდის არეში დაჭრა პრეზიდენტი.

მძიმედ დაიჭრნენ მისი პრეს-მდივანი ჯეიმს ბრედი, პოლიციის ოფიცერი ტომას დელაჰენთი და საიდუმლო სამსახურის აგენტი ტიმოთი მაკარტიც.

თავდამსხმელს გაქცევა არ უცდია. იგი ადგილზე დააპატიმრეს.

ადამიანი, რომელმაც პრეზიდენტსა და მის გარემოცვას ცეცხლი გაუხსნა, ჯონ ჰინკლი იყო და როგორც მოგვიანებით, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გაირკვა,

მას ამისთვის “ძალიან მნიშვნელოვანი“ მიზეზი ჰქონდა – სიყვარული. პრეზიდენტი რეიგანი და სხვა დაზარალებულები სიკვდილს გადაურჩნენ,

თუმცა საზოგადოების მძაფრი ინტერესი ჰინკლის საქმისადმი ამას არ დაუცხრია.

ამერიკელთა დიდი ნაწილი ჰინკლისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საზოგადოების აზრი არ გაიზიარა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ჰინკლი უდანაშაულოდ ცნეს და ფსიქიკური პრობლემების გამო ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნეს.

ჰინკლიმ იქ 34 წელი გაატარა და მხოლოდ 2016 წელს, 61 წლის ასაკში გათავისუფლდა. ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო.

ჰინკლის უდანაშაულოდ ცნობა მწვავედ გააკრიტკა მედიამაც. საქმე უმნიშვნელოვანესი იყო,

ის პრეზიდენტის უსაფრთხოებას ეხებოდა. თუმცა ნაფიცი მსაჯულების მოულოდნელი გადაწყვეტილება სასამართლო პროცესებისას გამოვლენილმა გარემოებებმა განაპირობა.

პრეზიდენტზე თავდასხმა ჯონ ჰინკლიმ არა მის მოსაკლავად და სახელმწიფო ინტერესის დასაზიანებლად, არამედ საყვარელი ქალის ყურადღების მისაქცევად გადაწყვიტა.

ჰინკლი მანიაკალურად იყო შეპყრობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯოდი ფოსტერით. იგი აღმერთებდა ფოსტერს.

კერძო დეტექტივი

სწერდა უამრავ წერილს, გამუდმებით ურეკავდა, თუმცა მის ყურადღებას ვერაფრით იქცევდა.

საბოლოოდ,ჰინკლიმ გადაწყვიტა გარკვეულწილად გაემეორებინა სცენა ფილმიდან „ტაქსის მძღოლი“,

სადაც ფოსტერი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს და ქალის ყურადღების მოსაპოვებლად პრეზიდენტს დასხმოდა თავს.

თავდაპირველად იგი რეიგანის წინამორბედ ჯიმი კარტერს დასდევდა, თუმცა მასზე თავდასხმა ვერ მოახერხა, ამიტომაც მისი სამიზნე ახალარჩეულიო რონალდ რეიგანი გახდა.

სროლის მომენტამდე რამდენიმე დღით ადრე მან ჯოდი ფოსტერს წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ პრეზიდენტზე თავდასხმა მხოლოდ მის მოსახიბლად და მისი ყურადღების მისაქცევად აპირებდა.

მოგვიანებით ეს წერილი, ისევე როგორც ფოსტერითვის გაგზავნილი სხვა ათასობით შეტყობინება სასამართლო მტკიცებულება გახდა. ჰინკლიმ მართლაც მიიქცია თავისი უსაყვარლესი ქალის ყურადღება,

თუმცა არა დადებითი. ჯოდი ფოსტერი ყველანაირად ცდილობდა და ცდილობს მასზე საუბრისგან თავის არიდებას და მოგვიანებით, როცა ჰინკლი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნეს,

მსახიობმა ადვოკატებიც კი აიყვანა, რომ საკუთარი სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე დაემტკიცებინა და პოტენციური თავდამსხმელი ციხეში გაეშვა.

თავად ჰინკლი, რომელიც ახლა მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობს, ამ თავდასხმას „სიყვარულში გამოტყდომის ყველაზე საოცარ ფაქტს“ უწოდებს.

ხშირად გვესმის იარაღის სხვადასხვა დასახელება, თუმცაცოტა რთულია მათ შორის ვიპოვოთ ზუსტი განსხვავება.

საქართველოს კანონი იარაღის შესახებ ზუსტად განსაზღვრავს თუ რას ეწოდება იარაღი.

იარაღი – ეს არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და

განადგურებისათვის. გთავაზობთ იარაღის შესახებ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობების ჩამონათვალს.

1. ცეცხლსასროლი იარაღი – ეს არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მოქმედებით

და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის

2. ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებით ობიექტის დაზიანებისათვის.

3. ცივი სასროლი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან

მექანიკური მოწყობილობის საშუალებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის.

4. გაზის იარაღი – იარაღი, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენ ან გამაღიზიანებელ ნივთიერებათა საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის.

5. საფანტის იარაღი – იარაღი, რომლის ვაზნები წარმოადგენს ტრავმული დაზიანების ვაზნებს და რომელიც გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ, ღია დაზიანებას.

6. ელექტროშოკური იარაღი – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტის საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის;

7. პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს შეკუმშული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის.

8. საკოლექციო იარაღი – იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის ფორმირება და ექსპონირებ.

9. საბრძოლო მასალა – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია შესაბამისი სახის იარაღიდან გასროლისათვის. 10. ჯილდოდ მიღებული იარაღი – იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს განსაკუთრებული სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ანდა სპორტული მიღწევებისათვის.