კატეგორია: ბლოგი

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სამსახურიდან უმიზეზოდ განთავისუფლებენ?

დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე;თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისშემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულიაპირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი ტოლფასი სამუშაოთი ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით

ხრიკი,რომელსაც თავდებობის შემთხვევაში იყენებს საბანკო დაწესებულება

ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანი მის ნათესავს, მეგობარს, ახლობელს ან უბრალოდ მეზობელს უარს არ ეუბნება თავდებობაზე,რადგან ჰგონია ,რომ ეს მისთვის არანაირ რისკს არ შეიცავს. თუმცა,როცა მისი ნაცნობი (ძირითადი მოვალე) თანხას ვერ იხდის,მას(თავდებს) უწევს იმ მძიმე ტვირთის საკუთარ თავზე აღება,რასაც ასობით ან ათასობით ლარის გასტუმრება ჰქვია. სანამ თავდებობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაზე ხელს მოაწერთ გაითვალისწინეთ ,რომ არსებობს 2 ტიპის თავდებობა: თავდებობა და სოლიდარული თავდებობა. პირველ შემთხვევაში, თავდებს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოვალე იქნება გადახდისუუნარო, სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანსკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ხოლო სოლიდარული თავდებობის დროს, ძირითადი მოვალის მიერ სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში შესაძლოა კრედიტოფიცერმა პირდაპირ თავდებ პირს მოსთხოვოს სესხის დაფარვა. კანონი მას ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად გააკეთოს არჩევანი ვის დააკისროს სესხის გადახდის პასუხისმგებლობა. ამ ხერხს ხშირად იყენებენ საბანკო დაწესებულებები და ხელშეკრულებაში სოლიდარულ თავდებად მოიხსენიებენ თავდებობის მსურველ პირს. ამიტომ მნიშვნელოვანია, სანამ ხელს მოაწერთ ხელშეკრულებაზე, მანამდე კარგად დააკვირდეთ სახელშეკრულებო პირობებსა და ვალდებულებებს. ზუსტად განსაზღვრეთ, ხელშეკრულებაში თავდებად ხართ მითითებული თუ სოლიდარულ თავდებ პირად… ეს სამომავლოდ მოულოდნელ პრობლემებს აგარიდებთ თავიდან.