ხშირად გვესმის იარაღის სხვადასხვა დასახელება, თუმცაცოტა რთულია მათ შორის ვიპოვოთ ზუსტი განსხვავება.
საქართველოს კანონი იარაღის შესახებ ზუსტად განსაზღვრავს თუ რას ეწოდება იარაღი.
იარაღი – ეს არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და
განადგურებისათვის. გთავაზობთ იარაღის შესახებ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობების ჩამონათვალს.
1. ცეცხლსასროლი იარაღი – ეს არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მოქმედებით
და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის
2. ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებით ობიექტის დაზიანებისათვის.
3. ცივი სასროლი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან
მექანიკური მოწყობილობის საშუალებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის.
4. გაზის იარაღი – იარაღი, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენ ან გამაღიზიანებელ ნივთიერებათა საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის.
5. საფანტის იარაღი – იარაღი, რომლის ვაზნები წარმოადგენს ტრავმული დაზიანების ვაზნებს და რომელიც გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ, ღია დაზიანებას.
6. ელექტროშოკური იარაღი – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტის საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის;
7. პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს შეკუმშული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის.
8. საკოლექციო იარაღი – იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის ფორმირება და ექსპონირებ.
9. საბრძოლო მასალა – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია შესაბამისი სახის იარაღიდან გასროლისათვის. 10. ჯილდოდ მიღებული იარაღი – იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს განსაკუთრებული სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ანდა სპორტული მიღწევებისათვის.