კატეგორია: სიახლეები

იტალიის სასამართლომ კიბორჩხალები შეიწყალა

იტალიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რესტორნებში კიბორჩხალა არ უნდა განთავსდეს ყინულზე, რადგან ეს იწვევს კიბოსნაირთა უსამართლო ტანჯვას მათ სადილად ქცევამდე.

მოსამართლემ დააკმაყოფილა ცხოველთა უფლებების დამცველთა საჩივარი.

უფლებადამცველები ფლორენციის მახლობლად მდებარე რესტორნის მფლობელს უჩიოდნენ, რომელიც კიბოსნაირებს ყინულზე ცოცხლად ინახავდა.

„მაშინ როცა მომზადების ძირითადი მეთოდი შეიძლება მიჩნეული იყოს კანონიერად, არაა სამართლიანი იმ ტანჯვას,რომელსაც კიბოსნაირები სადილად ქცევის

მოლოდინის ჟამს განიცდიან – მართებულად მივიჩნიოთ“ – განაცხადა მოსამართლემ.

სასამართლოს თქმით, უამრავ მაღალი დონის რესტორანსა თუ სუპერმარკეტში უკვე

დაინერგა პრაქტიკა წყლის რეზერვუარში ოთახის ტემპერატურაზე კიბოსნაირთა შენახვისა,რაც სხვა კვებითმა დაწესებულებებმაც უნდა გაიზიარონ

ქორწილი ქორწინების გარეშე

განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა 80% -ს ქალები წარმოადგენენ.

მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება ითვლება რეალურ ქორწინებად.

თუ ცოლ-ქმარი ხელს არ მოაწერს და ოფიციალურად ქორწინებას არ დაარეგისტრირებს მათ შორის ქონებრივი უფლებების წარმოშობა ვერ მოხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა საზოგადოებაში.

როდესაც წყვილი ქორწინებას გადაწყვეტს ხშირად ამ მნიშვნელოვან იურიდიულ საკითხს არ ანიჭებენ უპირატესობას. რის გამოც განქორწიების შემთხვევაში ერთი მხარე ყოველთვის დაჩაგრულია.

ამ მხარეს კი ხშირ შემთხვევაში ქალი წარმოადგენს. განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა 80% სწორედ რომ ქალები არიან.

ხშირად მათ უმეტესობას ხელი არ აქვთ მოწერილი „ფაქტობრივ მეუღლესთან“, რის გამოც განქორწინების შემთხვევაში ქონების გარეშე რჩებიან.

ეს ყოველივე კი ნეგატიურ გავლენას ახდენს განქორწინების შედეგად დედისა და შვილის(შვილების) ყოფა-ცხოვრებაზე.

სარჩო-საბადებლის გარეშე დარჩენილ დედებს თავად უწევთ ყოველდღიური ლუკმა-პურის საშოვნელად ბრძოლა. იზრუნე შენი და შენი შვილების მომავალზე! ნუ გადადებ, დაარეგისტრირე ქორწინება!