კატეგორია: ბლოგი

ვინ ითვლება უღირს მემკვიდრედ?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: არც ანდერძით და არც კანონოთ მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი,

რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავის ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში თავისი წილის გაზრდას .

რას ნიშნავს მამკვიდრებლის უკანასკნელი ნების განხორციელებაში ხელის შეშლა? ასეთი მოქმდება შეიძლება გამოიხატებოდეს ფიქციური ანდერძის შედგენაში, ანდერძის დამალვაში ან განადგურებაში, ანდერძის შედგენის დაძალებაში და ა.შ

1310 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, უღირს მემკვიდრედ ითვლება პირი, რომელმაც ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან

სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ“.

რა უნდა გაითვალისწინოს თავდებში მდგომმა პირმა?

თავდებობის მეშვეობით, კრედიტორი უფლებამოსილია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ მოვალისგან, არამედ მესამე პირის – თავდებისგანაც.

თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით.

მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც თავდები პასუხს აგებს ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულებისათვის.

კრედიტორი ვალდებულია თავდებს აცნობოს, თუ მოვალე ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს. ასევე იგი ვალდებულია მოთხოვნისთანავე მიაწოდოს თავდებს ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია.

თუ კრედიტორმა თავდებს არ შეატყობინა ძირითადი ვალის გადახდის ვადის გადაცილების შესახებ,

გადაცილებას კი მოჰყვა პირგასამტეხლოს დარიცხვა, თავდებს ასეთ შემთხვევაში უფლება აქვს უარი თქვას ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული საურავის გადახდაზე.

გაითვალისწინეთ, კრედიტოფიცერი არაა უფლებამოსილი თქვენს კერძო საკუთრებაში შემოიჭრას და ვალის გადახდის მიზნით რაიმე სახის მუქარა განახორციელოს.

ეს კრედიტორის მხრიდან კანონდარღვევად ითვლება.