დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია

კერძო დეტექტივი

ასოციაციის შესახებ

საქართველოს დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია — საზოგადოებრივი ორგანიზაცია; საქმიანობა დაიწყო როგორც პროფესიონალ იურისტთა და კერძო დეტექტივთა გაერთიანებამ, რომელმაც მიზნად დაისახა იურისტის 
პროფესიისა და კერძო დეტექტივის გარშემო არსებული უარყოფითი სტერეოტიპის შეცვლა და საერთაშორისი პარტნიორებთან ერთად მათი და საკუთარი პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობისა და საქმიანობის მაგალითზე იურიდიული პროფესიისა და კერძო დეტექტივის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათადაცვა, ალტერნატიული გამოძიების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა.

352

შესრულებული პროექტები

120

კმაყოფილი კლიენტი

17

საერთაშორისო პარტნიორი

23

წლიანი გამოცდილება

დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია წარმოადგენს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასოციაციის წევრ გაერთიანებას.

დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია ახორციელებს საქმიანობას 
შემდეგი მთავარი მიმართულებებით:

  • კერძო დეტექტივის მომსახურების სრული სპექტრი;
  • იურიდიული დახმარების სისტემის განვითარება;
  • საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა;
  • უფლებადარღვეულ მოქალაქეთა სასამართლო წარმომადგენლობა და სტრატეგიული სამართალწარმოება;
  • კრიმინალური თვალთვალის გამოვლენა, კონტრზომები;
  • იურისტთა პროფესიული დაოსტატება;
  • ალტერნატიული გამოძიება;
  • ბიზნეს უსაფრთხოების სრული პაკეტი;
  • სტრატეგიული კვლევების ჩატარება;
  • სიცრუის დეტექტორი;
  • ჟურნალისტური გამოძიება;
  • იურიდიული მომსახურების სრული სპექტრი;
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
  • ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალეობის ხელშეწყობა;

დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია საქმინობას ახორციელებს თბილისსა და რვა რეგიონში.

კონტაქტი

ჩვენთან კონსულტაცია უფასოა