დაცვის სამსახური

ფიზიკური დაცვა

ცოცხალი ძალით დაცვა

ობიექტების ფიზიკური ძალით დაცვა, ანუ ცოცხალი ძალით დაცვა წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის და მატერიალური ფასეულობების დაცვის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმას. ელექტრონული დაცვითი სისტემების, ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად ცოცხალი ძალით დაცვა კვლავ რჩება დაცვის ყველაზე ეფექტურ და საუკეთესო მეთოდად.

დაცვის გარანტიას უზრუნველყოფს:

  • დამკვეთის მოთხოვნების და ინტერესების მაქსიმალური დაცვა
  • ინდივიდუალური მიდგომა დასაცავი ობიექტების კატეგორიებისა და თავისებურებების გათვალისწინება
  • მცველების შერჩევა პროფესიონალურ მონაცემებით
  • სისტემატიური ინსტუქტაჟი და მომზადება
  • დაცვის კონტროლის მაღალი ხარისხი

ობიექტების ფიზიკური, ცოცხალი ძალით დაცვა როგორც წესი იწყება შესაძლო რისკებისა და საფრთხეების გამოვლენით და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრით.

ობიექტების ცოცხალი ძალით ძალით დაცვა გულისხმობს დასაცავ ტერიტორიაზე მცველების უშუალოდ ყოფნას და მათ მიერ უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე კონტროლს.

ობიექტების დაცვა

 

მცველები ასრულებენ შემდეგ ამოცანებს:

  • ობიექტზე შესვლა-გამოსვლის რეჟიმის კონტროლი
  • ავტოტრანსპორტის დათვალიერება
  • დაცვის ელექტრონული და ტექნიკური სისტემების მონტაჟი, ექსპლოატაცია, საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება
  • უსაფრთხოების აუდიტი
  • ქურდობის პრევენცია
  • ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის შემოვლა
  • სამეთვალყურეო სისტემების მონიტორინგი
  • ვიზიტორების და თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვაზე მეთვალყურეობა
  • ღია ტერიტორიაზე განთვსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა
  • პირველადი ზომების მიღება ტექნიკური ავარიების და ხანძრის შემთხვევაში
  • არასანქცირებული დაშვების აღკვეთა

კვალიფიციური მცველი ობიექტზე ეს არის დამკვეთის მატერიალური ფასეულობების და საზოგადოებრივი წესრიგის საიმედო დაცვასთან ერთად ობიექტის სტატუსისა და იმიჯის მაჩვენებელი.

კერძო დაცვის სამსახურის მცველს:

  • გააჩნია სპეციალური ფორმის ტანსაცმელი ან მკაცრად დადგენილი ნიმუშის სამოქალაქო კოსტიუმი.
  • შეუძლია ჰქონდეს კანონით განსაზღვრული სპეცსაშუალებები, სწრაფი რეაგირების სამსახურები.
  • მათ მუშაობას ამოწმებს და მუდმივად თვალყურს ადევნებს საკუთარი მონიტორინგის სამსახური.
  • გააჩნია კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების მეტი შესაძლებლობები.
  • მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება თქვენს შესახებ კონფიდენციალური და კომერციული ინფორმაციის დაცვის თვალსაზრისით.

მომსახურების ტარიფი

განისაზღვრება ინდივიდუალურად, მცველის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების, გამოცდილების, სპორტული და სპეციალური მომზადების, დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით.

სიგნალიზაცია – საუკეთესო სერვისი ოჯახის და ბიზნესის უსაფრთხოებისთვის

ჩვენ დაგიცავთ ყველგან და ყოველთვის
სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ სახლში თუ ძალიან შორს სახლიდან

24 საათიანი მონიტორინგი

ჩვენი მონიტორინგის სამსახური 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ამოწმებს დაცვის ელექტრონული სისტემების გამართულ მუშაობას, დაცვაზე აყვანას და მოხსნას, დენის გათიშვას, ხარვეზებს მობილური კავშირის სისტემებში; საჭიროების შემთხვევაში იღებს სწრაფ და დროულ გადაწყვეტილებებს; ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაურეკოთ მორიგე ოპერატორს და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი ობიექტის შესახებ.

განგაშის სიგნალზე მყისიერი რეაგირება

რომელიმე დეტექტორის ჩართვის შემთხვევაში ჩვენი რეაგირების ჯგუფები, რომლებიც 24 საათი მორიგეობენ სხვადასხვა უბნებში, დაუყონებლივ გაემართებიან და დაიცავენ თქვენს საკუთრებას და სიცოცხლეს უკანონო ხელყოფისგან;

დაუყონებლივ მოგეწოდებათ დეტალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ.

სწრაფი რეაგირება

იმ შემთხვევაში თუ ამუშავდება საგანგაშო სიგნალი და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება თქვენი ობიექტი ან ოჯახი, ჩვენ უმოკლეს დროში მივაწვდით სიგნალს შესაბამის საგანგებო და საავარიო სამსახურებს.

სპეციალისტის გამოძახება და ობიექტის მოკვლევა უფასოა

ჩვენი სპეციალისტი გამოცხადდება თქვენთვის სასურველ დროს, მოიკვლევს ობიექტს, მიმდებარე ტერიტორიას, განსაზღვრავს კონკრეტულ თავისებურებებს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შევარჩევთ საუკეთესო დაცვით სისტემას, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას

თქვენ გადმოგეცემათ თანამედრო დაცვითი სისტემების აპარატურა

ვიდეოკონტროლი

ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს აკონტროლოთ თქვენი ოფისი, ბინა, აგარაკი და ა.შ

სიტუაციები, როდესაც ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას:

საცხოვრებელი ადგილის დაცვა

გაიგეთ რა ხდება სახლში ან ოფისში როცა იქ არა ხართ.

  • ინტერნეტით ან ჯსმ მოდულით თქვენ მუდმივად იღებთ ინფორმაციას თქვენი სახლიდან
  • ხომ არ გესტუმრნენ “დაუპატიჟებელი სტუმრები”
  • აკონტროლებთ ბავშვების ქცევას
  • მშვიდად შეგიძლიათ დაუტოვოთ ბავშვი ძიძას
  • დარწმუნდებით რომ თქვენი შვილი დროულად დაბრუნდა სკოლიდან
  • თვალყური ადევნოთ ხანდაზმულ მშობლებს, ავადმყოფებს.
  • ყოველთვის გეცოდინებათ ვინ დგას თქვენს კარებთან, კიბის უჯრედზე
  • გარკვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციებში დროულად შეგიძლიათ ჩაერიოთ და თავიდან აიცილოთ რისკები .

ოფისების დაცვა

სრული კონტროლი თუ რა ხდება სამსახურებრივ კაბინეტებში, შეგიძლიათ ნახოთ ჩანაწერების არქივი და აღადგინოთ მოვლენათა განვითარება. რაც საშუალებას მოგცემთ აამაღლოთ თანამშრომელთა დისციპლინა, შეამციროთ დაცვითი დანახარჯები

ავტომობილების დაცვა

შეგიძლიათ მიმართოთ კამერა ავტომობილების გაჩერების ადგილისკენ და დაზიანების ან სხვა საეჭვო სიტუაციის შემთხვევაში გექნებათ ფაქტობრივი ვიდეო მასალები

საზოგადოებრივი ადგილების კონტროლი

ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა საშუალებას მოგცემთ თვალყური ადევნოთ წესრიგს სასტუმროებში, სასწავლებლებლებში, კომერციულ ობიექტებზე, სამრეწველო და საოფისე კომპლექსებში

უსაფრთხოების კონტროლი

თქვენ მუდმივად გექნებათ საშუალება იყოთ ყველაფრის საქმის კურსში, ეს ნიშნავს ობიექტის დაცვა მუდმივად იმყოფებოდეს გაძლიერებული კონტროლის ქვეშ.
ვიდეოკამერა, რომელიც “უყურებს” პოტენციურ დამნაშავეს, ეს უკვე არის შემაკავებელი ფაქტორი.

ის ასევე არის თანამშრომელთა ქცევის კონტროლის და პასუხისმგებლობის ამაღლების საშუალება.

ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:

  • რა მიზნებისთვის გჭირდებათ ვიდეო მეთვალყურეობა
  • ფართობი, რომლის მეთვალყურეობასაც აპირებთ
  • სად უნდა დადგეს კამერა, ღია ტერიტორიაზე თუ დახურულ სათავსოში
  • მაქსიმალური მანძილი კამერამდე
  • როგორია ტერიტორიის განათება, ხილვადობა
  • როგორ უნდა დამონტაჟდეს ხილულად თუ ფარულად
  • იქნება სტატიკურად დამაგრებული თუ მოძრავი (წრიულად, ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად)
  • გესაჭიროებათ თუ არა კადრის მოახლოება, გადიდება
  • გჭირდებათ თუ არა ჩანაწერების არქივი, რა პერიოდზე
  • აუცილებელია თუ არა ჩაწერის გაგძელება დენის გათიშვის შემთხვევაშიც

ავტომობილის კონტროლი (კონტრზომები)

გთავაზობთ მოწყობილობას, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ გააკონტროლოთ თქვენი ავტომობილი, ასევე გამოვავლინოთ კონტროლდება თუ არა თქვენი ავტომობილი მსგავსი მოწყობილობებით.

 

მობ: +995 577-40-30-05

ტელ: +995 32 212 0909