თვე: ნოემბერი 2020

მებაჟე-ოფიცრების მიერ საფოსტო გზავნილით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის – ნ.გ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა – 14 000 აშშ დოლარი (45053,4 ლარი) და 5902 ევრო (34285 ლარი) აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, დაეკისრა ფულადი ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.